|
2017-07-18 16:45:04, 2566 ნახვა
ეკონომიკა
ამერიკასა და საქართველოს შორის აგრარული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპასა და შუა აზიაში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილესთან, დანიელ მალანთან ამერიკასა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციისთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხებს. ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საქართველოში აგრარული დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოებასა და რეალიზაციაში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან აქტიურად არის მხარდაჭერილი. საუბარი შეეხო ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ისეთ ბაზრებზე პოზიციონირების გააქტიურებას, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, იაპონია და სხვა აზიური ბაზრები. აღინიშნა, რომ აშშ-ის ბაზარზე რეალურად დიდი პოტენციალი აქვს ადგილი დაიმკვიდროს ისეთ აგრარულ პროდუქციას, როგორებიცაა ღვინო, თხილი, მინერალური წყლები, ნატურალური წვენები და ყველი, განსაკუთრებით, თუშური გუდა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ქართული ღვინის და განსაკუთრებით „საფერავის“ არომატი, ამერიკელი მომხმარებლისთვის საინტერესოა. ის ფაქტი, რომ აშშ-ის სამ ქალაქში - ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში არსებოს ცენტრები, რომლებიც ქართულ ღვინოს უწევენ პოპულარიზაციას და რომ საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის წევრია, ხელს უწყობს ქართული ღვინის დამკვიდრებას აშშ-ის ბაზარზე.
(NS)
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)