|
2017-07-18 14:37:04, 870 ნახვა
რეგიონი
„საქართველოს მელიორაცია“ ვარციხისა და ტობანიერის სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში ვარციხისა და ტობანიერის სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მაგისტრალური არხების, I რიგის გამანაწილებლების, დამშრობი ღია სადრენაჟო-საკოლექტორო ქსელის და მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვარციხისა და ტობანიერის მაგისტრალურ არხებს საერთო სიგრძით 15 კმ. მოეწყობა სხვადასხვა სახის ტიპიური წყალგამშვები ნაგებობები, მილხიდები, დახურული ფოლადის და რკ/ბეტონის მილსადენები. აღდგება საკოლექტორო არხი სიგრძით 6,5კმ, ტობანიერის არსებული მიწის არხი ნაწილობრივ მოპირკეთება მონოლითური ბეტონით „განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 5 სოფლის (როკითი, დიდველა, ვარციხე, წითელხევისა და როხის) 820 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება სარწყავი წყლით უნველყოფილი“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. პროექტი, რომლის ღირებულებაც 2,196,280 ლარს შეადგენს 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. 2012 წლიდან იმერეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო სისტემების 17 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 13 764 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 4 451 ჰექტრამდეა გზარდილი
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)