21:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 11:33:20, 2618 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, ქვეყნის ფუძემდებლური დოკუმენტის შეცვლა წინააღმდეგობის გარეშე არ მიმდინარეობს

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში აღმოიფხვრას ყველა სამართლებრივი ხარვეზი, რაც აქამდე გაურკვევლობას ქმნიდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ამბასადორიალი 2017“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკისათვის აუცილებელ პოლიტიკურ კონსოლიდაციას პარლამენტის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმით ეყრება საფუძველი.

„მოგეხსენებათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა. საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში დამოუკიდებლობის დღიდან არსებული ბევრი სირთულე სწორედ პოლიტიკური ტურბულენტობის, ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის ბუნდოვანების, მთავრობაში არსებული შიდა წინააღმდეგობასა და დაპირისპირების შედეგი იყო. დღეს ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში აღმოიფხვრას ყველა სამართლებრივი ხარვეზი, რაც აქამდე ქმნიდა გაურკვევლობას, შიდა წინააღმდეგობას და დამატებით უქმნიდა დაბრკოლებებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, დემოკრატიულ მოკავშირეებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის მიმდინარე პროცესი ითვალისწინებს ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დემოკრატიული პრინციპების მიხედვით გამიჯვნას, პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერებას, აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და კონსტიტუციაში არსებული წინააღმდეგობების ერთხელ და სამუდამოდ დაძლევას.

„ამ რეფორმის შედეგად, ქვეყანა მიიღებს ევროპული ტიპის ძალიან დახვეწილ ძირითად კანონს.  როგორც ყველა სხვა ქვეყანაში და ისტორიულ ეპოქაში, ქვეყნის ფუძემდებლური დოკუმენტის შეცვლა წინააღმდეგობის გარეშე არ მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის, პოლიტიკური წრეების, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართვით მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics