10:04 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 09:42:58, 2774 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პროცესი, ჩვენთვის უმთავრესი გამოწვევაა

„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმდინარე პროცესი საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს“,-ამის შესახებ  საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ამბასადორიალი 2017“-ის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებსა  და მიმდებარე ტერიტორიაზე  უსაფრთხოების, ჰუმანიტარული,  ადამიანის  უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა უდიდესი გამოწვევაა საქართველოსთვის და ასევე  რეგიონალური სტაბილურობისთვის.

„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმდინარე პროცესი საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. ოკუპირებულ ტერიტორიებსა  და მიმდებარე ტერიტორიაზე  უსაფრთხოების, ჰუმანიტარული  და ადამიანის  უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა უდიდესი გამოწვევაა საქართველოსთვის და ასევე  რეგიონალური სტაბილურობისთვის.

იმავდროულად სამხრეთ კავკასიის რეგიონი თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე  მნიშნელოვან სავაჭრო  სატრანზიტო კორიდორს წარმოადგენს, რაც რეგიონის ქვეყნებს მდგრადი ეკონომიკური  განვითარების ძალიან  კარგ პერსპექტივას  უქმნის.

საქართველოს სტაბილური და  დემოკრატიული განვითარება, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე  გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის  პროექტები,  ახალ შესაძლებლობებს ქმნის  ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის“,-განაცხადა ჯანელიძემ.

ცნობისთვის, „აბასადორიალი 2017“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics