|
2017-07-17 14:36:12, 821 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, კრიზისების მართვისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელს გაბორ იკლოდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სისტემაში საქართველოს ჩართულობა იყო. უწყების ინფორმაციით, გაბორ იკლოდმა ქართულ მხარეს ევროკავშირის მისიებში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე გაამახვილა. ლელა ჩიქოვანმა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ძირითადი გამოწვევები მიმოიხილა. მან ევროკავშირისა და ნატოს მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა საქართველოს მთავრობის ადეკვატური პოზიციონირება, ასევე თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა მსოფლიოში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული ტენდენციების შესაბამისად. მოგვიანებით, შეხვედრა სამუშაო ფორმატში გაგრძელდა. თავდაცვის უწყების, საგარეო საქმეთა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის სამუშაო გეგმის განახლებაზე იმსჯელეს. სამუშაო გეგმაში 2017-2018 წლებისთვის გათვალისწინებული აქტივობებია გაწერილი და მიზნად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას ისახავს. შეხვედრას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, თავდაცვის უწყების, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლები დაესწრნენ. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)