|
2017-07-16 18:43:50, 2576 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებულ მშობელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა
თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებულ მშობელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. „საშინელი მუხრუჭის ხმა იყო და უცებ აღმოვჩნდი გარეთ. მოვდიოდით ძალიან ნორმალურად და წესრიგიანად. როცა აზრზე მოვედი მძღოლი ყვიროდა, რომ მას გზა გადაუჭრეს. რეალურად რა მოხდა, გადმოჭრა თუ არ გადმოუჭრია გზა არ ვიცი“,-განაცხადა დაზარალებულმა. ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხევა დღეს ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალ ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 26 ბავშვი. ამ დროისათვის ისინი თავს კარგად გრნობენ. ოთხი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში და ექიმთა შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)