|
2017-07-16 17:58:15, 2186 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 19 წელი შესრულდა. სანაპირო დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დათო ნიკოლეიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შს სამინისტროს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სანაპირო დაცვის დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურის თვის მადლობა გადაუხადა: „ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად მუშაობა. ამაყი ვარ, რომ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე, თქვენთან ერთად ვიმყოფები და ჩვენს სტუმრებს სანაპირო დაცვის განვითარებაზე ვესაუბრებით. დღეს, უსაფრთხოების გარემოში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ძლიერი, თანამედროვე და მოდერნიზებული სანაპირო დაცვის აღმშენებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა დასავლური სტანდარტების შესაბამისად განვითარდეს“ განაცხადა დათო ნიკოლეიშვილმა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის 25 თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს I ხარისხის მედლით -"განსაკუთრებული დამსახურებისათვის", შინაგან საქმეთა სამინისტროს II ხარისხისმედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის", შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით - „უმწიკვლო სამსახურისათვის (10 წელი)“, მედლით - "საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში უმწიკვლო სამსახურისათვის (10 წელი)", სამკერდენიშნით - "საპატიო მესაზღვრე", სამკერდე ნიშნით -"ვეტერანი მესაზღვრე" და მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ღონისძიები სდასასრულს, სტუმრებისთვის საჩვენებელი სააბორდაჟო და სამაშველო სწავლება ჩატარდა, რომელშიც, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასთან ერთად, შსს-სსასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ღონისძიების დამსწრე სტუმრებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. (NS)
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)