|
2017-07-16 11:41:36, 2406 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ბუკიამ სართიჭალაში სარწყავი არხები დაათვალიერა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ, სართიჭალაში სარწყავი არხები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება და რწყვის სეზონის მიმდინარეობა განიხილეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ბუკიამ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა რეგიონალური შტაბების შექმნასა და ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს რწყვის პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის საკითხის მოგვარება. ქვემო ქართლის რეგიონში 2012 წლიდან განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46 255 ჰექტრამდეა გაზრდილი. ცხელი ხაზის ნომერია: 15 01 (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)