|
2017-07-15 15:14:28, 982 ნახვა
რეგიონი
„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ სამედიცინო აქციების ჩატარებას დადებითად აფასებს
„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ ხვალიდან უპრეცედენტო აქციებს აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც 15-მდე სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი სამედიცინო კვლევები ჩატარდება. როგორც მეან გინეკოლოგმა, მობილური ჯგუფის ხელმძღვანელმა მირანდა ჯანხოთელმა განაცხადა, საზღვრისპირა სოფლებში სამედიცინო კვლევების ჩატარება უმნიშვნელოვანესია და ღრმა კვლევებია საჭირო, ამიტომ სპეციალური პაკეტით გადაწყვიტეს მათთან ჩასვლა. „მე მინდა ზუსტად ჩამოგითვალოთ კონკრეტულად რა შედის ამ პაკეტში. კარდიოლოგის კონსულტაცი სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა; ნევროლოგის კონსულტაცია, გინეკოლოგიური გასინჯვა, ექოსკოპოია. სამედიცინო ცენტრის მიერ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს, შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მიიღოს უპრეცედენტო აქციაში მონაწილეობა. ასევე, აქციის ფარგლებში შესაძლებელია, მოთხოვნის შესაბამისად ექიმთა მობილურ ჯგუფს ნებისმიერი სპეციალისტი დაემატოს. “, - განაცხადა ჯანხოთელმა. მობილური ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შშმ პირებისთვის სპეციალური სისტემაა შემუშავებული, ვინაიდან მათი გადაადგილების დროს რიგი პრობლემები იჩენს თავს, სპეციალურად შექმნილი მობილური ჯგუფი „ჩვენ მოვალთ თქვენთან“ სურვილის შემთხვევაში სახლში ეწვევიან. „საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ პირველადი სამედიცინო კვლევის ფარგლებში უკვე იყო კორბოულში, ჯავაურთაში, გორისაში, მერჯევასა და ჭორვილაში.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)