|
2017-07-15 11:19:24, 2476 ნახვა
საზოგადოება
„მოყვარულთა თასი 2017“-ის პრეზენტაცია რეგიონებში
„საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია“ 9 ივლისიდან „მოყვარულთა თასი 2017“-ის პრეზენტაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მართავს. შეხვედრებს ესწრებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და მონაწილე გუნდების წარმომადგენლები, ასევე, სოფლის რწმუნებულები და სხვა დაინტერესებული პირები. პრეზენტაცია მიზნად ისახავს „მოყვარულთა თასი 2017“-ის პოპულარიზაციას და მონაწილე გუნდებისათვის ჩემპიონატის დებულებისა და მონაწილეობის წესების გაცნობას, ასევე, დამატებით საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სამომავლო მიზნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ასოციაციის წარმომადგენლებმა 9-13 ივლისს შეხვედრები გამართეს აღმოსავლეთ საქართველოს ზონის რეგიონებში, კერძოდ: 10 ივლისი -სამცხე-ჯავახეთი - ასპინძა - მონაწილე გუნდების რაოდენობა: 6 11 ივლისი - შიდა ქართლი, გორი; მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა - მონაწილე გუნდების რაოდენობა 12. 12 ივლისი - კახეთი - თელავი - მონაწილე გუნდების რაოდენობა: 8 13 ივლისი - ქვემო ქართლი - დმანისი - მონაწილე გუნდების რაოდენობა: 6 „მოყვარულთა თასი 2017“ იყოფა ორ ზონად: აღმოსავლეთი - 7 მუნიციპალური ლიგა და დასავლეთი - 6 მუნიციპალური ლიგა. ლიგების საუკეთესო გუნდები - 16 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ფინალურ ეტაპზე. 2017 წლის 15-18 ივლისს ასოციაციის წარმომადგენლები პრეზენტაციას გამართავენ დასავლეთის ზონის რეგიონებში - სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა, გურია. რეგიონალური ეტაპი სტარტს აიღებს 2017 წლის 22 ივლისიდან. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)