|
2017-07-15 10:41:16, 2278 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკომ ბათუმის ბულვარში განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი დაათვალიერა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად ბათუმის ბულვარში, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით განთავსებული, პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი დაათვალიერა და მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტზე მიმდინარე სკრინინგის პროცესს დაესწრო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ეკიპაჟი და მოძრავი ამბულატორია, შესაბამისი აღჭურვილობით, დღეიდან ბათუმის ბულვარში განთავსდება. ადგილზე მედპერსონალი დამსვენებელს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს, საჭიროების შემთხვევაში კი, პაციენტის ჰოსპიტალიზაციას იქვე განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უზრუნველყოფს. მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩატარდება. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს. მოძრავი ამბულატორია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ბათუმის ბულვარში საკურორტო სეზონის დასრულებამდე განთავსდება. გადაუდებელი დახმარებისა და სკრინინგის პუნქტი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეორე წელია სეზონურად ფუნქციონირებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)