03:25 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 16:56:08, 2459 ნახვა

საზოგადოება რეგიონი
დიმიტრი ქუმსიშვილმა და ზურაბ ალავიძემ ბათუმის ნაპირდაცვის სამუშაოები დაათვალიერეს

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაცი ნათქვამია, რომ ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 30  მილიონი ლარით აფინანსებს. პროექტი ითვალისწინებს, დაახლოებით, 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ასევე, მოეწყობა არსებული ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დამაკავშირებელი 12 საფეხმავლო ხიდი.
 
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით. 
 
სამუშაოები 2018 წლის აგვისტოში დასრულდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics