|
2017-07-14 15:28:49, 818 ნახვა
რეგიონი
აჭარის სამშობიარო სახლებს შესაბამისი დონეები მიენიჭათ
დღეს აჭარაში პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებში რეგიონის ათამდე სამედიცინო დაწესებულებებს მინიჭებული პერინატალური დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცა. კონფერენციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პერინატალური მომსახურების პირველი დონე მიენიჭა - ხულოს, შუახევისა და ქედის სამედიცინო ცენტრებს, მეორე დონე - ქ. ბათუმის სამშობიარო სახლს, საზღვაო ჰოსპიტალსა და ქობულეთის რეგიონულ ცენტრს, მეორე-მესამე დონე მიენიჭა ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს, ხოლო მესამე დონე დააკმაყოფილა - ჯანმრთელობის ცენტრმა „მედინა“ და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმა. შეხვედრაზე პროვაიდერებთან ერთად განხილულ იქნა პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების მუშაობის შედეგების ანალიზი, ახალი მოთხოვნებისადმი შესაბამისობის კუთხით. პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაცია არის პერინატოლოგიაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სისტემური რეფორმა. რომელსაც ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას და შესაბამისად შეამცირებს ავადობისა და სიკვდილობის მაჩვენებლებს. პროექტის განხორციელება პილოტის სახით დაიწყო იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების პერინატალურ დაწესებულებებში, 2015 წლის 1 მაისიდან, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით. 2015 წლის ოქტომბრიდან პროექტი გავრცელდა ,,Rotary Clubs”-ის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს მოსახლეობის ფონდის და ,,World Vision”- საქართველოს მხარდაჭერით და პროექტში ჩაერთო თბილისი, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სულ შეფასდა 107 სამეანო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, მათ შორის აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 25. ქვეყნის მასშტაბით 70 პერინატალური სერვისის მიმწოდებელი კლინიკა, მათ შორის აჭარის, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 17 პერინატალური სერვისის განმახორციელებელი დაწესებულება უკვე განაგრძობს პერინატალურ მომსახურებას შესაბამისი, მათთვის მინიჭებული დონის მიხედვით.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)