|
2017-07-14 14:29:20, 1942 ნახვა
საზოგადოება
დღეს ეროვნული არქივის პავილიონში ჯილიან ევისონ „ქართული წიგნები და არქივები ოქსფორდის ბიბლიოთეკაში“ პრეზენტაციას გამართავს
დღეს 17:00 საათზე ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების უფროსი, ჯილიან ევისონი პრეზენტაციას გამართავს თემაზე „უორდროპების კოლექცია: ქართული წიგნები და არქივები ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში". ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების კოლექცია ქართულ ხელნაწერთა და ნაბეჭდ წიგნთა მდიდარ კოლექციას ფლობს. სამეცნიერო წრეებისათვის კარგად ცნობილი ე.წ. უორდროპების კოლექციის ცალკეული ხელნაწერები დიდი ხანია შესწავლის საგანია. გარდა იმისა, რომ ეს კოლექცია ქართველი ხალხის კულტურული ცხოვრების მრავალსაუკონოვან ისტორიას ასახავს, ამავდროულად, ორ ხალხს შორის მეგობრობის უტყუარი მოწმეა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაუღალავმა მებრძოლებმა და ქართული კულტურის ქომაგებმა მარჯორი და ოლივერ უორდროპებმა სამუდამო ადგილი დაიმკვიდრეს ქართველი ხალხის მეხსიერებაში. ჯილიან ევისონის მოხსენების თემა სწორედ უორდროპების კოლექციას და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს ეხება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)