|
2017-07-13 14:44:52, 2385 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე კრანს მონტანას ფორუმს დაესწრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე სამუშაო ვიზიტით ბარსელონაში, კრანს მონტანას ფორუმის 28-ე ყოველწლიურ სესიაზე იმყოფებოდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, 100-ზე მეტი ქვეყნიდან, უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს. გრიგოლ გიორგაძემ, მიგრაციის თემისადმი მიძღვნილ სესიაზე, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც მოჰყვა როგორც საერთაშორისო მიგრაციას, ასევე ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებას. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის 20% კიდევ ოკუპირებულია და საერთაშორისო თანამეგობრობას, დევნილების უკან დაბრუნების უფლების დაცვის საკითხში, აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდა. გრიგოლ გიორგაძემ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ინტეგრაციისთვის გატარებული პროგრამების და ამ მიმართულებით დონორების ჩართვის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)