19:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 10:38:07, 2239 ნახვა

საზოგადოება სამხედრო
III ქვეითი ბრიგადის ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

ქართული ასეული კაპიტან შალვა მეგრელიშვილის მეთაურობით, მაზარ-ი-შარიფში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.

ქართველი ჯარისკაცების გაცილების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქართველ სამშვიდობოებს სიტყვით მიმართა და ნატოს სამხედრო მისიაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე, ასევე თავდაცვის სტრუქტურაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედროების მაღალი კვალიფიკაცია ხაზგასმით აღნიშნა.

ავღანეთში გამგზავრების წინ ასეული ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა, მამა გობრონმა დალოცა. ღონისძიების დასასრულს კი III ქვეითი ბრიგადის შეიარაღებაში არსებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა. ქვედანაყოფის ავღანეთში გაცილების ცერემონიალს გერმანიის სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოზეფ ნოლტეც დაესწრო.

III ქვეითი ბრიგადის სამშვიდობო ასეული ავღანეთში I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.

ასეულმა ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე 4 თებერვლიდან 23 ივნისის ჩათვლით გაიარა. გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით, ბად-ზალცუნგენის ბაზაზე გაძლიერებული ასეული ტაქტიკურ, საცეცხლე, სამედიცინო, აერომობილურ და კავშირგაბმულობის მიმართულებებში მომზადდა. მათ სწავლება სპეციალურ აღჭურვილობაშიც ჩაუტარდათ. გერმანიაში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა საქართველოში 13-კვირიანი მომზადება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის ,,კრწანისი“ საწვრთნელ ბაზაზე, მანავში გაიარა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics