|
2017-07-13 10:31:34, 2399 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული კავშირის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები საქართველოს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული რეფორმები, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ნაბიჯები და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისება იყო. საუბრისას ყურადღება დაეთმო განახლებადი ენერგიის წყაროების შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების, სუფთა ენერგიის წარმოების ზრდისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ენერგოეფექტურობა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და დაადასტურა მთავრობის მზაობა, წვლილი შეიტანოს ემისიის შემცირებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში, ასევე - ხელი შეუწყოს ევროკავშირთან მჭიდრო ენერგეტიკულ თანამშრომლობას. გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებულ ნაბიჯად შეაფასა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთება, რაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმის შესახებ, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ენერგორესურსებზე ქვეყნის მზარდ მოთხოვნასთან და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა დაახლოებით 250 მილიონი კუბური მეტრი სასარგებლო მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტზე, რომლის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)