|
2017-07-12 18:03:35, 1040 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ხიჭაურში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შუახევში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე იმყოფებოდა, რომელიც რეგიონს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. ხელმძღვანელმა პირებმა მშენებარე ბაღი დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ დღემდე სოფელ ხიჭაურს საბავშვო ბაღი არ ჰქონდა. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება. პროექტის ფარგლებში 2 სართულიანი შენობა აშენდება. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ხიჭაურის ბაგა-ბაღი 50-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება, დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი. საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა განსაკუთრებით სასიხარულოა სოფლის მოსახლეობისთვის. საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 219 870 ლარი დაიხარჯება. 2012 წლამდე მუნიციპალიტეტში მხოლოდ 5 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებდა. 2017 წლის ბოლოსთვის 11 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გვექნება. დამატებით დასაქმდება 150-ზე მეტი ადგილობრივი. 2012 წლიდან დღემდე ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე სულ 1 340 452 ლარი დაიხარჯა. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)