|
2017-07-12 14:51:35, 1224 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ გვარდიაში მეთაურობის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს ეროვნულ გვარდიას პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე უხელმძღვანელებს. დღეს ეროვნულ გვარდიაში მეთაურობის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი პირველად გაიმართა. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამით ის ახალი ტრადიცია გრძელდება, რომელსაც საფუძველი, მინისტრ ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, გასულ წელს გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის გამართვით ჩამოყალიბდა. ეროვნული გვარდიის ყოფილმა უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ პოლკოვნიკ ირაკლი ჭუმბურიძეს საპატიო წესით დროშა გადასცა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო. გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკ ირაკლი ჭუმბურიძეს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სიტყვით გამოსვლისას, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის მეთაურობა თითოეული ოფიცრისთვის დიდი პატივია, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალები, სწორედ, გვარდიის ბაზაზე ჩამოყალიბდა და განვითარდა. გენერალური შტაბის უფროსმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვარდიელების გმირობის მაგალითებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნული გვარდია რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითოა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ეროვნული გვარდიის ყოფილ უფროსს მადლობა გადაუხადა და სამსახურეობრივი საშტატო იარაღით დააჯილდოვა. მან ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძეს, რომელიც სამსახურს უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშედ გააგრძელებს, წარმატებები უსურვა. ეროვნული გვარდიის მეთაურად დანიშვნამდე პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე გენერალურ შტაბში J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ოფიცერი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში (1992-1993 წლებში) მონაწილეობდა. ის ავღანეთისა (2014-2015) და ერაყის (2007-2008) სამშვიდობო მისიებშიც იყო ჩართული. პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უკრაინის თავდაცვის ეროვნული აკადემია 2001 წელს დაამთავრა. მან გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ოფიცერთა მოსამზადებელი კურსები 1993-1994 წლებში გაიარა. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის შემდეგ, ეროვნული გვარდიის ყოფილმა და ახალმა უფროსებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულ გვარდიელთა მემორიალი გახსნეს. მემორიალი გვარდიის კაპელანმა მამა მიქაელ (კირკიტაძემ) აკურთხა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ნუკრი გელაშვილი და ზაალ კაპანაძე, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - ბრიგადის გენერლები შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. ღონისძიებაზე, ასევე მოწვეული სტუმრები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გვარდიელთა ოჯახის წევრები, გენერალური შტაბისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. (NS)
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ანასტასია ივლეევამ, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)