|
2017-07-12 14:14:17, 2851 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: ოპოზიციის ერთი ნაწილი ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსულ პროვოკაციებს, ხოლო მეორე ნაწილი - რუსების მიზანს
საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მიხეილ ჯანელიზის განცხადებით, მთავრობამ ძალიან დიდი შრომა გაწია, რათა საქართველო იყოს დღეს აღქმული მსოფლიოში, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, რომლის მიზანიცაა ადამიანის უფლებების დაცვა მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით, ოკუპაციის ხაზით გაყოფილი საზოგადოების გაერთიანება, შერიგება, რუსეთის აგრესიასთან გამკლავება და ოკუპაციის დასრულება. „ რა არის რუსეთის მიზანი? რუსეთი ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ცდილობს, საქართველო წარმოჩნდეს, როგორც არ შემდგარი, აგრესიული სახელმწიფო, მას შემდეგ, რაც ყველა საერთშორისო ფორმატში განიცადეს მარცხი და საქართველოს პოზიციიები ყველგან არის ძალიან მყარად მხარდაჭერილი საერთაშორისო პარტნიორბის და საერთასორისო საზოგადოების მხრიდან, ისინი აგრძერლებნ პროვოკაციულ ქმედებებს, რათა რეალურად საქართველოს მთავრობა ამოაგდონ ამ წარმატებული სვლის რითმიდან“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ამასთან, ჯანელიძემ ქართული ოპოზიციის ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთი ნაწილი ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსულ პროვოკაციებს, ოპოზიციის მეორე ნაწილი კი სცდილობს, დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ მათი ჩართულობის გარეშე, პირდაპირი დიალოგით შესაძლებელია პრობლემის მოგვარება. „ამ შემთხვევაში ვხედავთ ქვეყნის შიგნით, რას აკეთებს ოპოზიცია. ვხედავთ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსულ პროვოკაციებს და მოგვიწოდებს, დავუბრუნდეთ იმ პოლიტიკას, რასაც ისინი ახორციელებდნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და შედეგად მივიღეთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსების მიზანს, დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის გარეშე, პირდაპირი დიალოგით თითქოს და შესაძლებელია პრობლემის მოგვარება. აქედან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო ყველას, რომ შევეცადოთ, მაქსიმალურად ცივი გონებით, შიდა პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე, შევაფასოთ არსებული რეალობა და შევეცადოთ, ერთად შევეწინააღმდეგოთ აგრესიას. ჩვენი სიმტკიცით და ჩვენი განვითარებით შევძლოთ როგორც ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე მრავალ სირთულეს ერთობით გავუმკლავდეთ და გავუმკალვდეთ მას გაწონასწორებული პოლიტიკით“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)