|
2017-07-12 13:31:02, 2278 ნახვა
ეკონომიკა
პრემია „საბას“ ჟიურიმ 2017 წლის ფინალისტები დაასახელა
ლიტერატურული კონკურსის "საბა" ჟიურიმ წლევანდელი კონკურსის ფინალისტები დაასახელა. 300 კონკურსანტიდან ფინალურ ეტაპზე 47 წიგნი შეირჩა. ჟიურის მუშაობის პირველი, 5-თვიანი ეტაპი ამით დასრულდა. სწორედ ამ 47 ფინალისტიდან გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან წლევანდელი გამარჯვებულები 11 ნომინაციის მიხედვით, სექტემბერში, "საბას" რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოებაზე. საპრემიო ფონდი 52 000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს პრემია „საბას"დამფუძნებელი, თიბისი ბანკი გადასცემს. ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა" 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის (ამ შემთხვევაში, 2016 წლის) განმავლობაში გამოცემული საუკეთესო წიგნების გამოვლენა. პრემია „საბა" 11 ნომინაციაში გაიცემა. თითოეულ ნომინაციას ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციისა „საუკეთესო დებიუტი", სადაც, უკვე მეორე წელია, მკითხველებიც ჩაერთვებიან გამარჯვებულის არჩევაში და საკუთარ ფავორიტს გამოავლენენ. მკითხველებს თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემა უკვე ხვალიდან შეეძლებათ, 2 თვის განმავლობაში, „საბას" ვებგვერდსა და Facebook გვერდზე. მნიშვნელოვანია, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ, წელს „საბა" კვლავ საუკეთესო პიესისათვის გაიცემა. 2015 და 2016 წლების კონკურსზე, მაშინდელმა ჟიურიმ პიესის ნომინაციაში პრემიები არ გასცა. წელს პიესის ნომინაციაში ფინალისტები დასახელდა, საიდანაც საუკეთესო პიესა გამოვლინდება და „საბას" პრემიით დაჯილდოვდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი" გამარჯვებულ წიგნს გამომცემლობა „პალიტრა L" გამოსცემს. როგორც ცნობილია, ამ ნომინაციაზე განიხილება ელექტრონული წიგნები, რომლებიც ბეჭდური სახით არაა გამოცემული. „პალიტრა L"-ის მიერ დაწესებული ეს დამატებითი პრიზი - ბეჭდური წიგნის გამოცემა საკუთარი სახსრებით - ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა და სტიმული იქნება ამ ნომინაციის გამარჯვებულისთვის. წლევანდელი ფინალისტების სია ასეთია: ლიტერატურული პრემია „საბას" 2017 წლის ფინალისტები წლის საუკეთესო რომანი
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
წლის საუკეთესო პიესა
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი:
წლის საუკეთესო თარგმანი
( R)
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)