|
2017-07-11 14:19:07, 1099 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პროკურატურა რუსეთს სთხოვს, სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პროკურატურამ რუსეთის პროკურატურას საქართველოს იმ მოქალაქეების ნუსხა გადასცა, რომლებსაც რეგიონში 2008 წელს „სამხედრო დანაშაულის ჩადენაში“ ადანაშაულებს, - ამის შესახებ Tass იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დე-ფაქტო უწყება აღნიშნულ პირებზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ნუსხაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები ფიგურირებენ. მისივე თქმით, სულ სია 76 ადამიანისგან შედგება. „სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურამ რუსეთის გენერალურ პროკურატურას გადასცა ადამიანთა ნუსხა, საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად. მასში მიხეილ სააკაშვილი და სხვა სამხედრო პირებიც მოხვდნენ, რომლებიც ადამიანთა მკვლელობაშ არიან ეჭვმიტანილნი“, - განაცხადა ბიბილოვმა. მისი განმარტებით, ოკუპირებული ცხინვალის შესაბამისმა დე-ფაქტო უწყებებმა ასევე მოამზადეს დოკუმენტები ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად, თუმცა ამ დრომდე, საქმის დაძვრა ვერ ხერხდება. "სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხვდებით საერთაშორისო სასამართლოს დამოკიდებულებას იმ საშინელი ქმედებების მიმართ, რომელიც სააკაშვილმა განახორციელა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში", - აღნიშნა ბიბილოვმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)