|
2017-07-10 14:25:34, 4770 ნახვა
კულტურა
გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდა
2017 წლის 10 ივლისს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გამოიტანა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დამოუკიდებელო სტატუსით დააბრუნა. კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტმა, მხედველობაში მიიღო სახელმწიფო მხარის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა და ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება. საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და ICOMOS-თან აქტიური თანამშრომლობით, წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოამზადა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო პროცესები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპებთან. გელათის სამონასტრო კომპლექსის იუნესკოს ძირითად ნუსხაში დაბრუნების გადაწყვეტილება კომიტეტის 41-ე სესიაზე, კრაკოვში (პოლონეთი) მიიღეს. მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 41-ე კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დასრულდა საქართველოში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების (მცხეთის ისტორიული ძეგლების და ბაგრატი/გელათის) ძირითად ნუსხაში დაბრუნების გრძელი და რთული გზა. სახელმწიფო, მსოფლიო მემკვდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან თანამშორმლობით, აქტიურად მუშაობს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნული წინასწარი ნუსხის განახლებაზე, რაც მყარ საფუძველს ქმნის მომავალ წლებში მსოფლიო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის ფარგლებში ახალი წარმატებული ნომინაციებისათვის, რათა საქართველოს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მრავალფეროვნება ღირსეულად წარმოჩინდეს მსოფლიო მემკვიდრეობის რუკაზე.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)