|
2017-07-08 13:31:31, 2035 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისარი ავრამოპულოსი საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივას მიესალმება
ტალინში გამართული იუსტიციისა და შს მინისტრთა სამიტის მონაწილეები დადებითად აფასებენ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს სახელით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. ამის შესახებ ევროკომისიის სახელით დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა სამიტის მონაწილეებს სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ქსელის შექმნის და მართლმსაჯულების რეფორმის თაობაზე გამოცდილების გაზიარების ხელშესაწყობად აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებში ყოველწლიური კონფერენციების ორგანიზება შესთავაზა. „მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის, რომელიც დღეს იუსტიციის მინისტრმა წარმოგვიდგინა. ევროკომისია მიესალმება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის სამართლებრივ საკითხებზე გამოცდილებისა და თანამშრომლობის გაზიარების ინიციატივას. ჩემი მხრივ, ევროკომისიის შესაბამის სტრუქტურებს მინდა, ვთხოვო, ტექნიკურ დონეზე დაამუშაოს და მოამზადოს ორივე ინიციატივის განხორციელების ტექნიკური გეგმა ნოემბრის სამიტისთვის“, − განაცხადა ავრამოპულოსმა. იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს სახელით შეთავაზებულ ინიციატივაზე საუბარია შემაჯამებელ დოკუმენტში, რომელიც მინისტრთა სამიტის მუშაობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის იუსტიციისა და შს მინისტრები აღიარებენ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საკითხებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელოვან როლს. დოკუმენტში აღნიშნულია საქართველოს დელეგაციის ორი ინიციატივის შესახებ − სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ქსელის შექმნის და მართლმსაჯულების რეფორმის თაობაზე გამოცდილების გაზიარების ხელშესაწყობად აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებში ყოველწლიური კონფერენციების ორგანიზების თაობაზე. აღნიშნული ინიციატივებით იუსტიციის მინისტრი ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის იუსტიციისა და შს მინისტრთა სამიტზე წარდგა. თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თეა წულუკიანმა სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ქსელის შექმნის ინიციატივა წამოაყენა. მინისტრთა სამიტის მონაწილეებს თეა წულუკიანმა, ასევე, შესთავაზა მართლმსაჯულების რეფორმის თაობაზე გამოცდილების გაზიარების ხელშესაწყობად ყოველწლიური კონფერენციების ორგანიზება აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებში. მინისტრის ინიციატივით, როტაციის პრინციპით ყოველწლიურად შეიცვლება კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა. ამას გარდა, მინისტრთა სამიტზე იუსტიციის მინისტრი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ სიტყვით გამოვიდა. თეა წულუკიანმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აუმჯობესებს მოქალაქეებისთვის საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას. „რეფორმის პრიორიტეტები მოიცავს კანონის უზენაესობის, ელექტრონული მმართველობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. მთავრობის გადაწყვეტილებები გამჭვირვალეა, სოფლად მცხოვრები ხალხისთვის საჯარო სერვისები კი − ხელმისაწვდომი. საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია სოფლად მდებარე 45 საზოგადოებრივ ცენტრსა და 19 იუსტიციის სახლში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის შედეგია ის, რომ ქვეყანა მიმდინარე წლის სექტემბერში „OGP“-ის (ღია მმართველობის პარტნიორობა) თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. თეა წულუკიანმა კიბერუსაფრთხოების თემაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად. „კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსი 2017-ის თანახმად, საქართველო 165 ქვეყანას შორის მე-8 ადგილს იკავებს“, − განაცხადა მინისტრმა. ტალინში მიმდინარე მინისტრთა სამიტი ერთდღიანია და ის ევროკავშირის მოწვევით იმართება.
(NS)
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)