|
2017-07-07 10:56:57, 2379 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის მინისტრთა სამიტზე მოხსენებით წარსდგება
იუსტიციის მინისტრი ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის იუსტიციისა და შს მინისტრთა სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. მინისტრთა სამიტი ტალინში გაიმართება. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მოხსენებით წარდგება. მათივე ცნობით, იუსტიციის მინისტრი ინიციატივით გამოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა შექმნან ქსელი, რომელიც სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროს მოიცავს. გარდა ამისა, მართლმსაჯულების რეფორმის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის მიზნით, პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობით ყოველწლიური კონფერენციები მოეწყოს. წულუკიანი თავის მოხსენებაში კორუფციასთან ბრძოლისა და კიბერუსაფრთოების სფეროში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრებს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 4 პოზიციით გააუმჯობესა მონაცემები და ის მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა; ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რამდენიმე წელია, სტაბილურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. მინისტრი ხალხისთვის საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის − საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების შესახებ ისაუბრებს. თეა წულუკიანი საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის შედეგებს მიმოიხილავს და ამ კონტექსტში ყურადღებას გაამახვილებს „OGP“-ის (ღია მმართველობის პარტნიორობა) ფარგლებში ქვეყნის წარმატებაზე. როგორც ცნობილია, საქართველო 2014 წელს − ღია მმართველობის („OGP“) მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის სექტემბრიდან საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდება ერთი წლის ვადით. იუსტიციის მინისტრი კიბერუსაფრთხოების თემაზეც ისაუბრებს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში ჩვენი ქვეყანა მე-8 ადგილზეა, რაც ადასტურებს, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხო ქვეყანა. ტალინის მინისტრთა სამიტი ერთდღიანია და ის ევროკავშირის მოწვევით გაიმართება. (NS)
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)