|
2017-07-06 12:43:51, 2108 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ეკონომიკის ზრდას ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებულმა რეფორმებმა და საგარეო სექტორის დასტაბილურებამ შეუწყო ხელი
ეკონომიკის ზრდას ხელი შეუწყო ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებულმა რეფორმებმა და საგარეო სექტორის დასტაბილურებამ", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მან 2017 წლის 6 თვეში ეკონომიკაში არსებული დინამიკა და ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები შეაჯამა. მისი განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი რეალური ეკონომიკური ზრდის 4%-იან მაჩვენებელზეა დაგეგმილი. 2017 წლის 5 თვის წინასწარი მაჩვენებლით, აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 4,5%, ხოლო მაისის მაჩვენებელმა 5,3% შეადგინა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდის მაღალ მაჩვენებელზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, კერძოდ: მნიშვნელოვნად გაიზრდა ექსპორტის მაჩვენებელი. იანვარ-მაისში განხორციელებულმა ექსპორტმა 1 003,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 28,7%-ით მეტია. ჯამში, სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია 14,9%-ით და 3 944,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ იანვარ-ივნისის პერიოდში 2 996 170 ადამიანს მიაღწია, რაც 13,4%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელებზე (ივნისში ზრდამ 28,5% შეადგინა). განვლილ 6 თვეში (1,3 მლნ ტურისტი) ტურისტების რაოდენობის ზრდამ 29,1% შეადგინა (ივნისში ზრდა 43% იყო), რამაც შემოსავლების სახით გასულ წელთან შედარებით 205,0 მლნ აშშ დოლარით მეტი დააგენერირა და 1070,0 მლნ დოლარი შეადგინა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, დადებითი დინამიკა ფიქსირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. 2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით ეკონომიკაში 403.3 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება. მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიმართა ისეთ სექტორებში როგორიცაა: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი, მშენებლობა და უძრავი ქონება. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ფულადი გზავნილების სტატისტიკაც. მიმდინარე წლის 5 თვეში, წმინდა შემოდინებამ 433 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემს 24.2 პროცენტით აღემატება. გაუმჯობესდა ფულადი გზავნილების დივერსიფიკაცია, გაიზარდა ევროკავშირიდან და აშშ-დან გადმორიცხული გზავნილების წილი მთლიან გადმორიცხვებში. დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებული რეფორმების შედეგებს. მისი განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, მაისში (პირველი სავადო) წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 120,0 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების შედეგად, განვლილ 6 თვეში ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ ხარჯებზე მიიმართა 1 143,8 მლნ ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 269,7 მლნ ლარით (30,9%) აღემატება.
(NS)
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)