18:03 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 11:57:31, 2793 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, არასამთავრობოებმა კონტრარგუმენტების წარმოდგენა ვერ მოახერხეს

ირაკლი კობახიძე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების პრეზიდენტისადმი მოწოდებას ეხმაურება.

„ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვთხოვეთ, წარმოედგინათ არგუმენტები, კონტრარგუმენტები თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით და მათ ვერ მოახერხეს ასეთი კონტრარგუმენტების წარმოდგენა. აქედან გამომდინარე ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი. შესაბამისად, ჩვენთვის, ბუნებრივია, მოსაწონი ვერ იქნება ასეთი მიმართვა პრეზიდენტის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თითოეული ოლქი კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნება.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტს მიმართეს, თვითმმართველობის კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო დაადოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics