10:11 - 10 May, 2026
|
2017-07-04 12:06:39, 2370 ნახვა
სამართალი
შსს-მ ვარკეთილში არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, „იმედის დილა"-ში გასული სიუჟეტის შემდეგ, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილ ქმედებას შეეხებოდა, გამოძიება დაიწყო. ტელეკომპანიის ცნობით, ვარკეთილში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 5 მოზარდი სახლში მოტყუებით შეიყვანეს, გააშიშვლეს და მათ ფოტოები გადაუღეს. აღნიშნული მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვნებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)