|
2017-07-03 11:48:57, 2085 ნახვა
კომენტარი
ლაშა აბაშიძე: ელიავას ბაზრობაზე საქონლისა და მაღაზიების დიდი ნაწილი გადარჩენილია
თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე მდგომარეობის სრული აღწერა დღეს მოხდება. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, აღწერის შემდეგ ის ხანძრის შედეგად დაზარალებულს შეხვდება. მისივე ინფორმაციით, საქონლის საკმაოდ დიდი ნაწილი გადარჩენილია. "დღევანდელი გეგმაა, მოხდეს მდგომარეობის სრული აღწერა, თუ რა არის გადარჩენილი და რა დაზიანებული. ამ აღწერის შემდეგ ვგეგმავთ შევხვდეთ მეპატრონეებს და მათთან ერთად გავიაროთ კონსულტაციები, თუ რა იქნება შემდგომი ნაბიჯი. რაც მთავარია, შიგნით ბევრი საქონელია გადარჩენილი გამომდინარე იქიდან, რომ დახლებზე არ იყო და კაპიტალური მაღაზიებია. რაც შეეხება ზარალს, სანამ არ გვეცოდინება სრული სურათი შიგნით რა ხდება, კონკრეტულ ციფრებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა აბაშიძემ. შეგახსენებთ, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძარი ავტონაწილების მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას 150-მდე მეხანძრე-მაშველი სცდილობდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)