11:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 13:53:43, 2438 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: კახა კალაძე თბილისს დიდ წარმატებას მოუტანს, მას ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კახი კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე უალტერნატივოა.

მდინარაძე დარწმუნებულია, რომ კალაძე წარმატებული მერი იქნება, რადგან მას ამის პოტენციალი აქვს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც ის იყო წარმატებული სპორტში, ენერგეტიკაში და ყველა სფეროში, სადაც კი, ის იყო ზოგადად, ისეთივე წარმატებული იქნება თბილისის მერის თანამდებობაზე და თბილისი იქნება საერთოდ ახალი ბრენდი. თბილისს ეს ადამიანი დიდ წარმატებას მოუტანს, რადგან მას ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო შტაბის უფროსს, დეპუტატის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„ჯერჯერობით ამის შესახებ ინფორმაციას არ გავახმოვანებთ, რადგან მიდის მსჯელობა. უახლოეს დღეებში შტაბის დაკომპლექტების შესახებ ინფორმაცია გექნებათ. კანდიდატები რა თქმა უნდა არსებობენ და მათ შესახებ მომდევნო დღეებში გაიგებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics