11:23 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 19:58:09, 2774 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ -20.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით -20.8 მილიარდი აშშ დოლარი (-50.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -143.8 პროცენტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.2 მილიარდი აშშ დოლარით გაუარესდა.

„2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 7.7 მლრდ აშშ დოლარია (18.9 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 61.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 28.5 მლრდ აშშ დოლარი (69.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.3 მლრდ აშშ დოლარით მეტია“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304#sagareoseqtori





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics