|
2017-06-30 19:52:52, 1947 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 15.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით, 15.7 მილიარდი აშშ დოლარი (38.3 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 108.2 პროცენტია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 188.9 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი საკურსო ცვლილებების გამო 148.0 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო, 24.1 და 51.4 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. ამასთან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 34.6 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. „სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.7 მლრდ აშშ დოლარი (16.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 46.5 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.8 მლრდ აშშ დოლარი (11.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 198.1 მლნ აშშ დოლარი (484.3 მლნ ლარი; მშპ-ს 1.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 887.1 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.1 პროცენტი) და 876.2 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.1 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.2 მლრდ აშშ დოლარი (7.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.3 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (12.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.5 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 93.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 9.7 მლრდ აშშ დოლარი (23.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 67.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.9 მლრდ აშშ დოლარია (9.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 26.7 პროცენტია. 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 2.2 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 4.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო ვალი 1.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2017 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 198.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 195.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)