|
2017-06-29 17:26:21, 909 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძე პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების პოლიტიკის განვითარება აჭარაში“ პრეზენტაციას დაესწრო
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში, „შეზღუდული შესაძლებლობების პოლიტიკის განვითარება აჭარაში“ პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, პროექტის შესახებ ინფორმაცია „თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკისა და ადვოკატირების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა მაგული შაღაშვილმა გააცნო. მისი განცხადებით, პროექტის მიზანი აჭარაში სოციალურ ინკლუზიასა და თანასწორობაზე დაგეგმილი სოციალური პოლიტიკის გაძლიერებაა, ვინაიდან სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი შშმ პირების ინტეგრირებაა საზოგადოებაში. პროექტის პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ასოციაცია “for each other -ის“ დამფუძნებელი სოფია ბაკურიძე და ფონდ „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ პროგრამების მენეჯერი ნათია ნანავა. პროექტს ახორციელებს „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“, „თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკისა და ადვოკატირების ინსტიტუტი“ ფონდ „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ მხარდაჭერით. შეზღუდული შესაძლებლობის პირების უზრუნველყოფა სხვადასხვა საჭიროებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტია. ამ სტატუსის მქონე მოქალაქეები სამინისტროს ყვლა პროგარმის ბენეფიციარები არიან და მათ რიგითობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ. 2017 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. მოქმედ პროგრამებს 2018 წლისთვის - აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა დაემატება, რომლის ფარგლებში სამედიცინო რეაბილიტაცია 2 -დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის დაფინანსდება.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)