15:43 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 20:15:46, 2441 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ჯანი ბუკიკიო ეწვია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ბათუმშია.

მასთან ერთად ბათუმს 40-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე სტუმარი ეწვია, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები და თავმჯდომარეები.

ცნობისთვის, პირველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მეჩვიდმეტე კონგრესს 28 ივნისიდან - 1 ივლისის ჩათვლით ბათუმში უმასპინძლებს.

კონგრესის საზეიმო გახსნის ცერემონია ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება.

ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და სხვა მაღალი რანგის სტუმრები გამოვლენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის - ₾4-მდე
ერთი გაბედული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ – გაიცანით ანასტასია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი UWC პროგრამაში
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ
„გაიარე მეტი“ ანტარქტიდაზე - „თეგეტას“ მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია „ცისკარი“ სტარტისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics