21:34 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 13:45:44, 2524 ნახვა

ეკონომიკა
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სავალდებულო ტექდათვალიერების საკითხზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღების საკითხზე  დღეს  სასატუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია გაიმართა. 

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა. 

კონფერენცის მონაწილეებს  ასევე   შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირისა და USAID-ის მისიის წარმომადგენლებმა მიმართეს. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების  სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის  ცენტრსა  და  შვეიცარულ  კომპანია „ეს-ჯი-ეს“-სს შორის  უკვე   გაფორმებულია  კონტრაქტი  მომსახურების  შესყიდვაზე. 

"ხელშეკრულება რეფორმის პირველ ეტაპზე სტანდარტების მომზადებას ითვალისწინებს, რომელიც მომდევნო ერთი  წლის  განმავლობაში დაინერგება. დღევანდელი მონაცემებით, ტექნიკური დათვალიერების 26 ცენტრი  ფუნქციონირებს.  თუ  ისინი  „ეს -ჯი-ეს“-ის  სტანდარტებს  დააკმაყოფილებენ,  საქმიანობის  გაგრძელება მომავალში  მათაც შეეძლებათ.   ტექნიკური დათვალიერების პროცესი უკვე დაწყებულია მაღალი  გამავლობის, საქალაქთაშორისო  და  ადგილობრივი გადამზიდავებისთვის.  მომდევნო წლიდან კი  ეს  პროცესი  ყველა  ტიპის  ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის  საყოველთაო და სავალდებულო გახდება,“ - განაცხადა  ჩერქეზიშვილმა. 
კონფერენციის  ორგანიზატორის  „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელის,  ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით,  სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორს შორის  მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული ღონისძიება ახალი რეფორმის შემოღებას ემსახურება, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების საკითხს ეხება. 
„ვიცით, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით ინსპექტირების ბოლო ვადა არის 2018 წლის პირველი სექტემბერი.  თუმცა,  ეს არის დავალება, რომლის შესრულებაც ჩვენ წინა დღეს არ უნდა დავიწყოთ. პირველ იანვარს უნდა დაიწყოს ამ რეფორმის იმპლემენტაცია, რადგან მძღოლებს  გარკვეული პერიოდი დასჭირდებათ პროცესში ეტაპობრივი  მონაწილეობისთვის.   მათთვის ეს რეფორმა მტკივნეული არ იყოს.  გასათვალისწინებელია ჩვენი ავტოპარკის არასახარბიელო მდგომარეობაც, არსებული სოციალური ფონი და ა.შ“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

 შეხვედრა   არასამთავრობო ორგანოზაცია  „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“  და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი (East-West Management Institute, ACCESS)  ორგანიზებით გაიმართა. 

კონფერენციას  ხელისუფლების, არასამთავრობო  და  კერძო სექტორის,  ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.  

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
რუტე ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე: უკრაინას შეუძლია დაიცვას თავი და თავს დაესხას რუსულ ლოგისტიკას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics