|
2017-06-26 11:36:59, 932 ნახვა
სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრში დრილ სერჟანტის კურსი გაიხსნა
პირველად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აშშ-ის ანალოგი - დრილ სერჟანტის კურსი დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სასწავლო პროგრამა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში იმართება. უწყების ინფორმაციით, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კურსის მიზანი მაღალკვალიფიციური დრილ სერჟანტების მომზადებაა. დრილ სერჟანტების მთავარი ამოცანა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკრუტთა პირადი შემადგენლობის გაწვრთნა და პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბება იქნება. აღნიშნული კურსი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროს სერჟანტთა შემადგენლობისათვის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს. დრილ სერჟანტთა კურსზე 9 მსმენელი ჩაირიცხა. თავდაპირველად კანდიდატებს ფიზიკური და გონებრივი ტესტირება ჩაუტარდათ. აღნიშნულ სწავლებაში მხოლოდ ის სამხედრო მოსამსახურეები ჩაირიცხნენ, ვინც რეიტინგის მიხედვით ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს. 5-კვირიან სასწავლო პროგრამაში მონაწილე პირადი შემადგენლობა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს საკლასო და საველე პირობებში გაივლის. სამხედროები საცეცხლე და სამედიცინო მომზადებას, კავშირგაბმულობას, სხვადასხვა სახის დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და სხვა კომპონენტებში მომზადდებიან. კურსის მსმენელებს აშშ-ში დრილ სერჟანტთა აკადემიის „ფორტ ჯექსონის“ აკადემიის კურსდამთავრებული ქართველი ინსტრუქტორები ამზადებენ. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)