14:56 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 13:29:18, 2463 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: რომ ვთქვათ, ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ დარბაზიდან გავა

“როცა "ნაციონალური მოძრაობა" გვყავს დარბაზში, კონსესუსის მიღწევა რაიმე საკითხზე, შეუძლებელია“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი  სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების  მიერ რიგგარეშე სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას, სადაც კონსტიტუციური ცვლილებები ორი მოსმენით უნდა მიიღონ.

"ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერზე მიდის მსჯელობა, თუმცა როცა "ნაციონალური მოძრაობა" გვყავს დარბაზში, კონსესუსის მიღწევა რაიმე საკითხზე, შეუძლებელია. რომ ვთქვათ, ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთ, "ნაციონალური მოძრაობა" გავა დარბაზიდან. ინაშვილის პარტიისას არ მესმის კარგად. თვითონ საკონსტიტუციო კომისია იყო ისეთი მრავალფეროვანი და იმდენად მრავალმხრივი როგორიც არასდროს ყოფილა. აბსოლუტურ უმრავლესობა საკითხებში იყოს კონსესუსი. იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც კონსესუსი ვერ შედგება. მაგალითად, საქართველოში არის უამრავი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ უნდა გადავიდეთ მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე, მეორე ნაწილი თვლის, რომ უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, ამაზე კონსესუსი ვერ შედგება. იგივეს მიწის გაყიდვის საკითხი, რომელზეც კონსესუსი ვერ იქნება",- აღნიშნა  სოზარ  სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics