03:31 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 13:04:32, 685 ნახვა

სამართალი
სასამართლოს, შესაძლოა, 2 თვეში ერთხელ აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის გადასინჯვის ვალდებულება დაეკისროს

საქართველოს მთავრობამ წინა სხდომაზე კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც  აღკვეთის ღონისძიების  საკითხში ცვლილებებს ითვალისწინებს.  ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ მიაწოდა. ბრამიძის განმარტებით, ცვლილებების მიხედვით, სასამართლოს დაეკისრება ვალდებულება,  დაასაბუთოს ხოლმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე მითითებით, რატომ გამოიყენა, ან შეცვალა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. გარდა ამისა, სასამართლოსვე დაეკისრება ვალდებულება,  2 თვეში ერთხელ თავისი ინიციატივით გადასინჯოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა.
"მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ორი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის შესახებ, რომლებზეც მთავრობამ წინა სხდომებზე იმსჯელა და დაამტკიცა. ერთი ეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხში ფაქტობრივად,  რევოლუციურ ცვლილებებს, რომელთა თანახმად,  სასამართლოს დაეკისრება ვალდებულება, რომ დაასაბუთოს ხოლმე კოკრეტულ მტკიცებულებაზე მითითებით რატომ გამოიყენა, ან შეცვალა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ასევე სასამართლოსვე დაეკისრება ვალდებულება, რომ 2 თვეში ერთხელ თავისი ინიციატივით გადასინჯოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა",-განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
მისივე ინფორმაციით, მთავრობამ ასევე დაამტკიცა  კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და შეძენა-შენახვას შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნას ეხება.
" შესაბამისად სანქციებიც იქნება სხვადასხვა",-დასძინა ალექსანდრე ბარამიძემ.
კანონპროექტები პარლამენტში უკვე წარდგენილია და მათი განხილვა მიმდინარე კვირაში დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics