14:56 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 11:33:41, 2062 ნახვა

პოლიტიკა
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა

საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართებით 15 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა.

„დღეს 400-მდე დევნილი ოჯახისთვის  გამოგვაქვს გადაწყვეტილება. ეს გახლავთ თბილისში, ბორჯომში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში. გადავცემთ საკუთრებაში  საცხოვრებელ ფართებს. ბოლო წლების განმავლობაში  დაახლოებით 15 000 ოჯახია, ვინც დაკმაყოფილდა  მთავრობის მხრიდან საცხოვრებელი ფართებით, საკუთრებაში გადაეცათ . ეს პროცესი გრძელდება. ვფიქრობთ,  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ექნებათ მუდმივი ჭერი და იქნება მათი საკუთრება, მაგრამ ასევე  მინდა ვთქვა, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ეპარება ეჭვი, რომ  ეს არ იქნება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ყველას გვაქვს იმედი და არა მხოლოდ იმედი,  ვმუშაობთ ძალიან ბევრს იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს.  დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ აფხაზების დაბრუნებას, ოსების დაბრუნებას და შევძლებთ იმასაც, რომ საქართველო გაერთიანდება აუცილებლად“,-აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics