14:11 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 09:43:28, 2166 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალკვაძე: ისინი დაბრუნდებიან მალე, თუ არ დაბრუნდებიან, პარლამენტში ოპოზიციის ადგილებს სხვა პარტიები დაიკავებენ

ისინი დაბრუნდებიან მალე, თუ არ დაბრუნდებიან, პარლამენტში ოპოზიციის ადგილებს სხვა პოლიტიკური პარტიები დაიკავებენ, მაშინ, როცა შემდეგი არჩევნები ჩატარდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძეს შეფასებით, ოპოზიციას დაავიწყდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვების დროს, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მაჟორიტარული სისტემის დატოვებას მხარს უჭერდა და მიწის საკითხების დარეგულირებას ითხოვდა.

„მათ ასევე არ სურთ, გაითავისონ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იმ ცვლილებებს მხარს უჭერს, რომელიც ახალი კონსტიტუციის სახით შევთავაზეთ და ეს პირველ რიგში გარანტიებია, რომელიც ახალ კონსტიტუციაშია ჩადებული და რომელიც ადამიანის უფლებებს, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და ფიზიკური ხელშეუხებლობის გაძლიერებას ეხება. ჩვენთვის კონსენსუსი იმას არ ნიშნავს, რომ ისეთი რამ გავითვალისწინოთ, რაც ხალხისთვის მიუღებელია, რომელსაც შევხვდით და ეწინააღმდეგება იმას, რისთვისაც ამ ცვლილებებს ვახორციელებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა. მათ შორის არიან უმცირესობა, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ნაციონალური მოძრაობა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics