|
2017-06-21 14:57:16, 2442 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ საჯარო გახსნაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რეფორმა ორიენტირებულია არა მხოლოდ აუდიტორული მომსახურების ხარისხზე, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებას უწყობს ხელს. „დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ მივიღეთ შესაბამისი კანონი და ჩამოვაყალიბეთ ზედამხედველობის სამსახური. აღნიშნული რეფორმა ორიენტირებულია არა მხოლოდ ზოგადად აუდიტორული მომსახურების ხარისხზე, არამედ ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებას. აღნიშნული რეფორმის გარეშე წარმოდგენელია კაპიტალის ბაზრის განვითარება. გარდა ამისა, რეფორმა ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორში გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას და რისკების შემცირებას, რაც ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა ნიკოლო გაგუამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)