|
2017-06-20 16:20:12, 1950 ნახვა
საზოგადოება
Microsoft-ისა და საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის ორგანიზებით პროექტ „Tech4Good”-ის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში, Microsoft-ისა და საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის ორგანიზებით პროექტ „Tech4Good”-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც პროექტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზიები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. „Tech4Good“, Microsoft-ის გლობალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და იგი კომპანიის ფილანტროპული საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 70 000-ზე მეტ არაკომარციულ-არასამთავრობო ორგანიზაციას 1 მილირადი დოლარის ღირებულების სერვისების უფასოდ მიწოდებას ითვალისწინებს. „Tech4Good“ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოში, 2010 წლიდან დღემდე 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ Microsoft-ის უფასო პროდუქტები უკვე მიიღო. ჯამში, მხოლოდ საქართველოს მასშტაბით 600,000 აშშ დოლარის ღირებულების ქლაუდ სერვისი და სოფტი უფასოდ გაიცა არაკომერციულ-არასამთავრობო სექტორზე. Microsoft-ი ამ ორგანიზაციებს უფასოდ, ან ძალიან მაღალი ფასდაკლებით სთავაზობს საკუთარ პროდუქტებს, რაც ფაქტიურად ნიშნავს ორგანიზაციების ინფორმაციული და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განახლებას ბიუჯეტის გარეშე“. - განაცხადა ნაცვლიშვილმა. ღონისძიებაზე ის ორგანიზაციები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც უკვე აღნიშნული პროდუქტებით სარგებლობდნენ, ან გეგმავენ ჩაერთონ კამპანიაში. სტუმრებმა სექტორის წარმომადგენლებს უკვე მიღებული გამოცდილება გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს არასამთავრობო სექტორმა შეთავაზებული ინოვაციური მომსახურება და მიიღოს ახალი სერვისი ფასდაკლების სისტემით ან სრულიად უსასყიდლოდ. ღონისძიებაზე Microsoft-ის წარმომადგენებმა ისაუბრეს Microsoft Azure-ის შესახებ ისაუბრეს, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს ჰქონდეთ საკუთარი მონაცემთა ცენტრები (სერვერები), შეხვედრაზე ასევე, წარმოდგენილი იყო კომპანიის ახალი პროდუქტი, რომელიც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს ეკონტაქტონ დონორებს და საზოგადოებას კიდევ უფრო ეფექტური საშუალებებით. განხილულ იქნა ასევე Office 365-ის შესაძლებლობებიც, რომელიც უზრუნველყოფს Outlook, Word, Excel და Power Point-ის ონლაინ ვერსიების ონლაინ გამოყენებას. "Tech4Good" ღონისძიება თბილისში Microsoft-ის მიერ არის ორგანიზებული, PH International-თან პარტნიორობით. PH International საერთაშორისო ლიდერია ეფექტური და მაღალხარისხიანი პროგრამების მიწოდებით და საქართველოში აქტიურად მუშაობს 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)