|
2017-06-20 15:09:54, 2322 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტმა“ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის და კორპორატიულ ფინანსებში საუკეთესო მრჩევლის წოდება მიიღო
„გალტ & თაგარტმა“ International Finance Magazine-ის ჯილდოები მიიღო. IFM-მა გალტ & თაგარტი დააჯილდოვა, როგორც საქართველოში 2017 წლის „საუკეთესო მრჩეველი კორპორატიულ ფინანსებში“ და „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი“. IFM-ის ჯილდოები გადაეცემა საერთაშორისო ფინანსების სფეროში მოღვაწე კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ხსენებული ინდუსტრიის განვითარებაში. „გალტ & თაგარტი მოწოდებულია გაუწიოს კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. უფრო მეტიც, კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და ღირებულ მხარდაჭერას უწევს ქართულ კომპანიებს დაფინანსების წყაროთა დივერსიფიცირებაში. აღნიშნული აღიარება ხსენებული მიღწევების დასტურია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტი“-ს მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.
(R)
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
რუტე ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე: უკრაინას შეუძლია დაიცვას თავი და თავს დაესხას რუსულ ლოგისტიკას
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



