|
2017-06-19 17:44:40, 900 ნახვა
სამხედრო
საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა წვრთნის პროგრამა - საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო. დღეიდან სპეციალურად შერჩეული საქართველოს 350-მდე მოქალაქე ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე 10 კვირის განმავლობაში საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლის და მისი დასრულების შემდეგ დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას შეუდგება. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის მიზანია, ჯარისკაცები პროფესიული სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისათვის „მსროლელებად“ მომზადდნენ. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. რეკრუტები საფუძვლიან ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო მომზადებასაც გაივლიან. კურსზე ჩარიცხვამდე საქართველოს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებმა ფიზიკური მომზადებისა და ფსიქოლოგიური ტესტების გარდა, სამედიცინო კომისიის შემოწმებაც გაიარეს. კურსის განმავლობაში რეკრუტები ყაზარმული რეჟიმით იცხოვრებენ. ოჯახის წევრებს და ახლობლებს მათი მონახულება მომზადების დაწყებიდან 5 კვირის გასვლის შემდეგ შეეძლებათ. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ რეკრუტები ღვთისა და ერის წინაშე ფიცს დადებენ და საქართველოს შეიარაღებული ძალების დიდ ოჯახს შეუერთდებიან. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)