|
2017-06-19 12:55:20, 2119 ნახვა
საზოგადოება
შშმ პირებზე პარკირების ახალი სტიკერების გაცემა დაიწყო
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების საცნობი ახალი ნიშნების გასცემა დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შშმ პირები ახალ სტიკერებს უფრო მარტივი და მოსახერხებელი სისტემით მიიღებენ. მათივე ინფორმაციით, სტიკერები უშუალოდ შშმ პირებს გადაეცემათ. მათ ყოველი მგზავრობისას შეეძლებათ სტიკერი განათავსონ იმ ავტომობილზე, რომლითაც ისარგებლებენ. ახალი ნიშნის მისაღებად სრულწლოვანმა შშმ პირმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით გაცემული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობისა ან ქვედა კიდურის ამპუტაციის დამადასტურებელი ცნობა და პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოს, ხოლო არასრულწლოვანი შშმ პირის კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებასა და დაბადების მოწმობას ჯანდაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის N64/ნ ბრძანებით განსაზღვრული ფორმა NIV-50/4-ის შესაბამისად გაცემული ცნობა უნდა დაურთოს. შშმ პირებმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტაციის ნაცვლად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შეიძლება წარადგინონ. ტრანსპორტის სამსახური ახალ სტიკერს საბუთების იდენტიფიკაციისთანავე გასცემს. სრულწლოვანი შშმ პირები საცნობ ნიშნებს 3-წლიანი ვადით მიიღებენ, ხოლო არასრულწლოვანი - 18 წლის ასაკის მიღწევამდე. ადრე პარკირების სტიკერი შშმ პირსა ან მათ მეურვეებზე რეგისტრირებულ ავტომობილზე გაიცემოდა. შესაბამისად, სხვა ავტომობილით მგზავრობის შემთხვევაში, ისინი შშმ პირებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილებით ვერ სარგებლობდნენ. გასული წლის ბოლოს თბილისის საკრებულომ პარკირების ახალი წესი მიიღო, რომლითაც შშმ პირებისთვის საცნობი ნიშნების გაცემის პროცედურა დაიხვეწა. კითხვების არსებობის შემთხვევაში შშმ პირებმა და მათმა წარმომადგენლებმა უნდა მიმართონ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს. მისამართი: მიცკევიჩის ქუჩა 29, ტელ: 2 378 563 (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)