14:45 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-17 12:15:02, 2445 ნახვა

ეკონომიკა
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი ბათუმის შემოვლით გზას დააფინანსებს

კორეის რესპუბლიკაში, სადაც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველთა საბჭოს წლიური შეხვედრა მიმდინარეობს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბანკის პრეზიდენტმა, ჯინ ლიქუინმა მოაწერეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსებისთვის 114 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.

პროექტი, ერთი მხრივ, აჭარის დედაქალაქს, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს, განტვირთავს ტრანზიტული სატვირთო ტრანსპორტისგან, მეორე მხრივ კი, ეს შესაძლებლობას მისცემს ტრანზიტით დაკავებულ კომპანიებს, გაზარდონ ტვირთბრუნვა აღნიშნული მონაკვეთის გამოყენებით.

დღესვე, ხელი მოეწერა კიდევ ერთი შეთანხმებას, რომელიც ბათუმის შემოვლითი გზის პროექტში თანამშრომლობას შეეხება. შეთანხმებას ხელი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

შეთანხმებაზე ხელმოწერას დაესწრო საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics