|
2017-06-16 14:34:46, 1983 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისაგან გვაქვს სრული მხარდაჭერა
„ჩვენ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისაგან (AIIB) გვაქვს სრული მხარდაჭერა როგორც სტრუქტურული რეფორმების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრია და სწორედ საქართველოში განსახორციელებელი პროექტი ბანკის საინვესტიციო პროექტების პირველ ოცეულში მოხვდა. ხვალ, 17 ივნისს, პირველი ვიცე-პრემიერი ხელს მოაწერს შეთანხმებას აღნიშნულ ბანკთან 114 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსების მიზნით. კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც პირველმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან დღეს ისაუბრა, თბილისი-ლარსის მიმართულებაა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, შეიძლება ორმა ბანკმაც ერთობლივად დააფინანსოს. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოა. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და სხვა წარმოების სექტორში ინვესტირების გზით და სხვადასხვა მრავალმხრივ და ორმხრივ განვითარების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა. ცნობისთვის, დიმიტრი ქუმსიშვილი AIIB-ის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)