|
2017-06-16 13:28:48, 1759 ნახვა
საზოგადოება
„საზმაუ ჩვენია, თავისუფლება მედიას“ - საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საზოგადოებრივ მაუწყებელთან მაყურებლების და პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინაროებს. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები პირველ არხზე გადაცემების დახურვას აპროტესტებენ. მათ აქციაზე ტრანსპარანტები აქვთ გამოტანილი: "ნამეტანი ხომ არ მოგდით", "საზმაუ ჩვენია", "თავისუფლება მედიას", "არ დაგითმობთ საზოგადოებრივ მაუწყებელს". როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა მესხმა ჟურნალისტებს განუცხადა, "მენეჯმენტის უდიერი ქმედებები კვლავ გრძელდება". "ეს იყო შეფარული პროექტი. რაც თავიდან დაანონსეს, იმას მაინც აკეთებენ მაუწყებელში. რეალურად ეს პრობლემა არსებობს არა მხოლოდ ორ გადაცემებზე, არამედ ყველა გადაცემაზე აბსოლუტურად. მთავარი კითხვა არის - ხომ არ დგას საფრთხის ქვეშ თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეს ევროპული ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში არის სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი გარანტი. შესაბამისად საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლები გამოვხატავთ პროტესტს და ველით, კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ამ მენეჯმენტისგან", - განაცხადა ლაშა მესხმა. ამასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე, "რესპუბლიკური პარტიიდან" თამარ კორძაია და "ახალი საქართველოს" წევრი გიორგი ვაშაძე შეუერთდნენ. პარტიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)