|
2017-06-15 16:41:31, 2206 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 86 დეპუტატმა დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგი იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრება „მერი“ , ხდება „გამგებლის“ ამოღება“. ამასთან, შემოთავაზებული ცვლილებით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება და ასეთი სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, ფოთსა და ბათუმს. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად დაიზოგება და გამოთავისუფლდება თანხები, რომელიც რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება. მათივე თქმით, ცვლილებების შედეგად მუნიციპალიტეტებს მეტი რესურსით და მეტი სერვისით სარგებლობის საშუალება მიეცემათ, რაც დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ყველა ქალაქის საკრებულოებში დაგეგმილია მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდა, რათა ქალაქების წარმომადგენლობა უფრო ძლიერი იყოს. მთავრობის ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახაბერ გულედანმა წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)