05:42 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 15:34:45, 2114 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი: ფადი ასლის ყველა განცხადება პოლიტიკურია

„ფადი ასლის  ყველა განცხადება პოლიტიკურია. არვიცი, ეს დაკავშირებულია მის პირად ინტერესებთან, თუ პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ მისგან  რაიმე კონკრეტულ ფაქტზე დაფუძნებული კრიტიკა ხელისუფლების მიმართ არ მომისმენია“,-ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის  ფადი ასლის განცხადებას,  სადაც ის საქართველოში შემაშფოთებლად გაუარესებულ საინვესტიციო კლიმატზე საუბრობს.

„ფადი ასლის  ყველა განცხადება, რაც კი გაუკეთებია, არის პოლიტიკური. არ ვიცი, ეს დაკავშირებულია მის პირად ინტერესთან  თუ პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ მისგან  რაიმე კონკრეტულ ფაქტზე დაფუძნებული კრიტიკა ხელისუფლების მიმართ არ მომისმენია. როცა ვლაპარაკობთ ინვესტიციებზე, ერთი წელი იყო საქართველოს ისტორიაში  2007 წელი, როცა მართლა იყო უფრო მეტი ინვესტიცია, დანარჩენი, ბოლო წლების განმავლობაში  ინვესტიციები, რაც შემოდის ქვეყანაში, არის  ყველაზე მაღალი, რაც კი ოდესმე ყოფილა ქვეყნის ისტორიაში“,-განაცხადა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics